Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მუშაობა აუკრძალა Conflict Intelligence Team-ს


 Conflict Intelligence Team-ის ემბლემა
Conflict Intelligence Team-ის ემბლემა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად მიიჩნია საგამოძიებო ორგანიზაციის, Conflict Intelligence Team-ის მუშაობა რუსეთის ტერიტორიაზე.

ორგანიზაციის თანამშრომლები ღია წყაროებზე დაყრდნობით აანალიზებენ სამხედრო კონფლიქტებს სირიასა და უკრაინაში.

გენერალურმა პროკურატურამ მკვლევრებს უწოდა „ფსევდოჟურნალისტები,“ რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ რუსეთის არმიასა და სამხედროებზე. უწყება მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია შემდგომში „დისკრედიტაციისთვის გამოიყენება“.

ორგანიზაციის არასასურველად ცნობა ნიშნავს, რომ იკრძალება მისი მუშაობა, მისი მასალების გავრცელება და მასთან თანამშრომლობა. ამ ყველაფრისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ხელისუფლებას ამგვარი ორგანიზაციების საიტების დაბლოკვის უფლება აქვს.

Conflict Intelligence Team-ის დამაარსებელი რუსლან ლევიევი (კარპუკი) სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა. ის აშშ-ში იმყოფება.

რუსეთის სასამართლოები „ყალბად“ მიიჩნევენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედების შესახებ ყოველგვარ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება.

2015 წლიდან არასასურველი ორგანიზაციების სიას ასამდე გაერთიანება დაემატა.

XS
SM
MD
LG