ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი სლოვენიაში 9 აგვისტოს ჩავიდა და პირობა დადო, რომ ევროკავშირი დახმარებას აღმოუჩენს ქვეყანას ახლახან თავს დატეხილი წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებაში. სტიქიურმა უბედურებამ მინიმუმ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დიდი მასშტაბის ზარალი გამოიწვია.
ფონ დერ ლაიენმა სლოვენიის პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მათ მოილაპარაკეს „სამი კომპონენტისგან“ შემდგარ პაკეტზე, რომელიც მიზნად ისახავს დაუყოვნებლივ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ, ამავე დროს, საშუალო და გრძელვადიან დახმარებას აღდგენითი სამუშაოებისთვის.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, სლოვენია წელს ევროკავშირისგან 110 მილიონ ევროს მიიღებს ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან, 2024 წელს კი ამავე ფონდიდან მას 3,3 მილიონი ევრო გამოეყოფა.