Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მთვარის მისიას გაუშვებს, ინდოეთთან კონკურენციით


47 წლის განმავლობაში პირველად, 11 აგვისტოს, რუსეთი ინდოეთთან კონკურენციით კოსმოსურ ხომალდს გაუშვებს მთვარის სამხრეთ პოლუსზე, რომელიც წყლის პოტენციური წყაროა და შესაძლოა, სამომავლო პერსპექტივაში იქ ადამიანის ყოფნას რეალისტურს ხდიდეს.

მოსკოვიდან 5550 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთის კოსმოდრომიდან ხომალდის გაშვება იგეგმება ოთხ კვირაში მას შემდეგ, რაც ინდოეთმა გაუშვა თავისი ხომალდი Chandrayaan-3, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსს 23 აგვისტოს უნდა შეეხოს. უხეში ზედაპირი დაშვებას ართულებს, თუმცა სამხრეთის პოლუსი მეცნიერული კვლევებისთვის მნიშვნელოვან ადგილად ითვლება, რადგან ვარაუდობენ, რომ იქ, შესაძლოა, დიდი რაოდენობით ყინული იყოს.

XS
SM
MD
LG