რუსეთის ფედერალურმა ფინანსურმა სადამკვირვებლო სამსახურმა 7 აგვისტოს "ექსტრემისტების და ტერორისტების" სიაში შეიყვანა რუსი სოცოლოგი და პოლიტიკის მეცნიერი, ბორის კაგარლიცკი.
ივლისის ბოლოდან კაგარლიცკი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება რუსეთის ჩრდილოდასავლეთში, ქალაქ სიქტივკარში, ტერორიზმის გამართლების ბრალდებით. კაგარლიცკიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
64 წლის კაგარლიცკი ცნობილი მემარცხენე პუბლიცისტი და საბჭოთა პერიოდის დისიდენტია. გასულ წელს ის შეიყვანეს იუსტიციის სამინისტროს "უცხოეთის აგენტების" სიაში.