იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში შეკრებილმა ოფიციალურმა პირებმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდეს, "კონკრეტული ნაბიჯები" გადადგან ატომური ომის საფრთხის შესამცირებლად.
6 აგვისტოს ქალაქმა აღნიშნა აშშ-ს მიერ პირველი ატომური ბომბის ჩამოდგების 78-ე წლისთავი - მაშინ ტრაგედიას ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი შეეწირა. სამ დღეში ქალაქ ნაგასაკიში მეორე ბომბი ჩამოადგეს. 15 აგვისტოს იაპონია დანებდა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
ჰიროსიმაში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. ქალაქმა ახლახან უმასპინძლა დიდი შვიდეულის (G7) სამიტს, რომელზეც კიდევ ერთხელ განაცხადეს ბირთვული განიარაღების პროცესის მიმართ ერთგულება და დაგმეს რუსეთის მხრიდან გამოთქმული მუქარა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ატომურ იარაღს გამოიყენებენ.