სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ ქვეყნის ცხრა მოქალაქეს უფლება მისცა, იმსახურონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც ებრძვიან უკრაინაში შეჭრილი მეზობელი რუსეთის არმიას.
სლოვაკეთის მედია 5 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ჩაპუტოვამ განიხილა 35 განაცხადი და მათგან ცხრა დააკმაყოფილა.
დასტურის ან უარის მიზეზები დაკონკრეტებული არ არის.
მიმდინარე თვეში ჩეხეთის რესპუბლიკამაც გამოაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანალოგიური ნებართვა მისცა 146 მოქალაქეს.