ირანმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ფლოტი შეაიარაღა დრონებითა და 1000 კილომეტრის რადიუსის რაკეტებით - იუწყებიან ირანის საინფორმაციო სააგენტოები 5 აგვისტოს, იმ ფონზე, როცა აშშ გამოვიდა დაცვის შეთავაზებით ყურის ჰორმუზის სრუტეში გამავალი კომერციული ხომალდებისთვის.
აშშ-ის მცველთა შესაძლო ყოფნასთან მიმართებით, ირანის შეიარაღებული ძალების პრესმდივანმა, აბოლფაზი შეკარჩიმ თქვა, რომ რეგიონის ქვეყნებს "თავადაც შეუძლიათ სპარსეთის ყურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა".
"რა კავშირი აქვთ ამერიკასთან სპარსეთის ყურეს, ომანის ყურეს და ინდოეთის ოკეანეს?" - შეკარჩის ამ სიტყვებს ავრცელებს ნახევრადოფიციალური სააგენტო ტასნიმი.