ინდოეთის ახალი კოსმოსური მისია 5 აგვისტოს მთვარის ორბიტაში შევიდა, მანამ, სანამ ქვეყანა მეორედ შეეცდებოდეს მთვარეზე დაშვებას.
ინდოეთს შედარებით დაბალბიუჯეტიანი კოსმოსური პროგრამა აქვს, რომელიც სწრაფად ეწევა კოსმოსში გლობალური მოწინავეების მიღწევებს.
მთვარის ზედაპირზე კონტროლირებული დაშვება ამ დრომდე მხოლოდ რუსეთმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს. თუ ყველაფერი გეგმის თანახმად ჩაივლის, მისია 23-და და 24 აგვისტოს შორის მონაკვეთში უსაფრთხოდ დაეშვება მთვარის სამხრეთ პოლუსზე, რომელიც მცირედაა შესწავლილი.