რუსეთმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ Su-30-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გაუშვა შავი ზღვის თავზე, აშშ-ის დრონის მიერ "რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის პრევენციისთვის".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა თანამშრომლებმა დრონი ამოიცნეს როგორც აშშ-ის საჰაერო ძალების MQ-9A Reaper-ის ტიპის სადაზვერვო საფრენი აპარატი.
"როცა რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი მიუახლოვდა, უცხოური სადაზვერვო დრონი მკვეთრად შეტრიალდა" - აცხადებს სამინისტრო. "რუსეთის თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაუბრუნდა ბაზას, საზღვრის დარღვევა არ მომხდარა" - წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
აშშ-ის წარმომადგენლებს ამ ცნობაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებიათ.