40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის მაღალჩინოსნებმა 5 აგვისტოს საუდის არაბეთში დაიწყეს შეხვედრა, რომელიც, კიევისა და მისი მოკავშირეების იმედით, მოიტანს შეთანხმებას უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულების ძირითად პრინციპებზე.
ორდღიანი შეხვედრა წარმოადგენს უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას მხარდაჭერა მოიპოვოს მისი მთავარი დასავლელი პარტნიორების მიღმა, და მისწვდეს გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებს, რომლებიც ყოყმანით ეკიდებიან რომელიმე მხარის დაკავებას ამ, გლობალური ეკონომიკური შედეგების მქონე კონფლიქტში.
უცნობია იგეგმება თუ არა ერთობლივი განცხადების შემუშავება, უკრაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოლაპარაკება "რთული იქნება".