Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სამხედრო ასაკის 27-დან 30 წლამდე გაზრდის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. ადრე გაწვევის ზედა ასაკობრივი ზღვარი 27 წელი იყო.

ხელმოწერილი დოკუმენტი ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვარს. ისინი, ვინც 2023 წლის ბოლომდე გახდებიან 27 წლის, ახალი კანონით გაწვევას დაექვემდებარებიან.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის აკრძალვას იმ დღიდან, როდესაც ისინი უწყებას მიიღებენ.

პუტინის მიერ ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტი რუსეთის გვარდიას ეხება. მას ენიჭება უფლება, შეიარაღებაში ჰქონდეს მძიმე სამხედრო ტექნიკა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვები უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად განხორციელდება გამარტივებული პროცედურის შესაბამისად. თავდაცვის სამინისტრო ამ ბრძანებით უფლებამოსილი იქნება, კონკურსის გარეშე, ერთი მიმწოდებლისგან შეისყიდოს საჭირო აღჭურვილობა.

XS
SM
MD
LG