Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწყერი შოვში - განახლებადი

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

შსს-ს ცნობით, გრძელდება ძებნისთვის საჭირო სამუშაოები

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას

19:04 15.8.2023

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ოცდამეექვსე ნაპოვნი სხეული სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის ქვეშ იპოვეს. უწყებაში ვერ გასცემენ ინფორმაციას იმის შესახებ, დღეს ნაპოვნი ცხედარი ზრდასრულს ეკუთვნის თუ ბავშვს.

00:41 16.8.2023

„გადარჩენილების ისტორიები რომ მოესმინათ, აღარ უნდა გასჩენოდათ [ხელისუფლებაში] ასეთი აზრები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძე, რომელიც, მეუღლესთან და შვილთან ერთად, შოვში სიკვდილს გადაურჩა.

10:34 17.8.2023

“როგორც კი ჩავედი, ეგრევე გამაფრთხილეს, რომ არ უნდა გადამეღო ტელეფონით არც ვიდეო და არც ფოტო, თუ ზემოთ, შოვის ტერიტორიაზე მოვხვდებოდი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 23 წლის მათე ბაღაშვილი სოფელ გლოლიდან, იგი შოვში სტიქიის მესამე დღეს, 6 აგვისტოს, ჩავიდა.

10:36 17.8.2023

შოვში, სტიქიის ზონაში, 3 აგვისტოსა და 4 აგვისტოს ღამით განვითარებული მოვლენები, იურისტებს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ თქვან: შესაძლოა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სახელმწიფომ განსაცდელში მიატოვა. მივყვეთ ქრონოლოგიურად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG