“როგორც კი ჩავედი, ეგრევე გამაფრთხილეს, რომ არ უნდა გადამეღო ტელეფონით არც ვიდეო და არც ფოტო, თუ ზემოთ, შოვის ტერიტორიაზე მოვხვდებოდი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 23 წლის მათე ბაღაშვილი სოფელ გლოლიდან, იგი შოვში სტიქიის მესამე დღეს, 6 აგვისტოს, ჩავიდა.
„გადარჩენილების ისტორიები რომ მოესმინათ, აღარ უნდა გასჩენოდათ [ხელისუფლებაში] ასეთი აზრები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძე, რომელიც, მეუღლესთან და შვილთან ერთად, შოვში სიკვდილს გადაურჩა.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ოცდამეექვსე ნაპოვნი სხეული სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის ქვეშ იპოვეს. უწყებაში ვერ გასცემენ ინფორმაციას იმის შესახებ, დღეს ნაპოვნი ცხედარი ზრდასრულს ეკუთვნის თუ ბავშვს.
„მე შემიძლია, ბატონო ირაკლი, ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბროთ და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას. ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ, იქ არის ხალხი, ვინც შეესწრო ჩემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა, არსებობს ვიდეო კადრები... ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ მე თავს რადგან ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს“.