Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის „დილამ“ უკრაინის „ვორსკლასთან" გაიმარჯვა და ევროპის საკლუბო ტურნირის მესამე ეტაპზე გავიდა


გორის „დილამ“ ევროპის საკლუბო ტურნირის მესამე ეტაპის საგზური მოიპოვა.
გორის „დილამ“ ევროპის საკლუბო ტურნირის მესამე ეტაპის საგზური მოიპოვა.

გორის „დილა“ საქართველოს ერთადერთი საფეხბურთო კლუბია, რომელიც ევროპის საკლუბო ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს. გორელებმა 3 აგვისტოს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში უკრაინის „ვორსკლას“ მოუგეს ანგარიშით 3:1, ორი შეხვედრის ჯამშიც იმარჯვეს - 4:3 და მესამე ეტაპის საგზური მოიპოვეს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილის“ გარდა, საქართველოს კიდევ ორმა კლუბმა ითამაშა, მაგრამ წარუმატებლად. ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად ყაზახეთში 2:1-ით დაამარცხა „აქტობე“, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეს შედეგი არ ეყო, რადგან ერთი კვირის წინ ქუთაისში სამბურთიანი სხვაობით (1:4) ჰქონდა წაგებული.

საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ გასულ კვირაში მალტაში დამარცხდა „ჰამრუნ სპარტანსთან“ (1:2) და საერთო ანგარიშის სათავისოდ შეტრიალებას თბილისის „დინამოარენაზე“ შეეცადა, მაგრამ საკუთარ მოედანზე წააგო, ანგარიშით 0:1.

უეფას 2023-2024 წლების საკლუბო სეზონზე საქართველოდან სულ ოთხმა კლუბმა ითამაშა. ბათუმის „დინამო“ კონფერენსლიგას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.

XS
SM
MD
LG