Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: მსოფლიომ რუსეთს უნდა უთხრას, დაასრულოს შანტაჟი უკრაინის მარცვლეულთან მიმართებით


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 3 აგვისტოს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას მოსკოვი დაადანაშაულა "შანტაჟში", შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის გამო.

ბლინკენმა 15-წევრიან საბჭოს უთხრა, რომ "შიმშილი იარაღად არ უნდა იქნეს გამოყენებული". მან გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა რუსეთს უთხრან, რომ მათთვის უკვე "საკმარისია" მოსკოვის ქმედებები.

"საკმარისია შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება. საკმარისია მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხის ბერკეტად გამოყენება. საკმარისია ეს გაუმართლებელი, გონსმოკლებული ომი", - განაცხადა მან.

ბლინკენის თქმით, 90-მდე ქვეყანა უჭერს მხარს აშშ-ის მიერ შედგენილ დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ "გადადგამენ ნაბიჯებს საკვების იარაღად გამოყენებისა და სამოქალაქო პირების შიმშილის ომის ტაქტიკად გამოყენების დასრულებისკენ". დოკუმენტში რომელიმე ქვეყანა უშუალოდ დასახელებული არ არის, თუმცა ბლინკენმა თავის გამოსვლაში რუსეთი გამოყო და თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია "შეტევა" საკვების გლობალურ სისტემაზე.

რუსეთი გასულ თვეში გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო გატანას უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან. შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, მოსკოვმა თავის სამიზნეებად გადააქცია უკრაინის პორტები და მარცვლეულის ინფრასტრუქტურა შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე.

XS
SM
MD
LG