Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაჭაში დამეწყრილი ტერიტორიიდან შსს-მ 70-მდე მოქალაქე გამოიყვანა


რაჭა. სტიქიის ზონა
რაჭა. სტიქიის ზონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ცნობას შსს-ს პრესცენტრი ავრცელებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შოვიდან ადამიანების ევაკუაცია დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყეს. ღონისძიებაში ჩართულია 2 ვერტმფრენი. მათ 3 ფრენა უკვე შეასრულეს, სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

ამ ეტაპზე ისევ არ არის ცნობილი, არიან თუ არა შოვში ისეთი ადამიანები, რომლებთან კომუნიკაციის დამყარებაც ვერ ხდება. ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს არც მერის მოადგილე.

რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ამის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.

XS
SM
MD
LG