Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 19 წლის კაცს ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა სამშობლოს ღალატის საქმეზე


რუსეთში 19 წლის კაცს 6 წლით მიესაჯა პატიმრობა სამშობლოს ღალატის საქმეზე
რუსეთში 19 წლის კაცს 6 წლით მიესაჯა პატიმრობა სამშობლოს ღალატის საქმეზე

რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის რეგიონში, 19 წლის ციმბირელს სასამართლომ ექვსი წლით მიუსაჯა პატიმრობა სამშობლოს ღალატის საქმეზე.

სასამართლოს პრესსამსახური 3 აგვისტოს წერს, რომ ახალგაზრდა კაცი, ნოვოსიბირსკელი დანილ ბერდიუგინი, დამნაშავედ ცნეს სამშობლოს ღალატისთვის მზადებაში და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში. სხვა დეტალები ცნობილი არ არის, რადგან 26 ივლისს დაწყებული სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

ბერდიუგინი მონაწილეობდა ომის საწინააღმდეგო აქციებში, მას ხელი აქვს მოწერილი ნოვოსიბირსკში შექმნილ რამდენიმე პეტიციაზე, რომლებითაც მოქალაქეები ითხოვდნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასრულებას.

XS
SM
MD
LG