Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააფართოვა ბელარუსისთვის უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის დაწესებული სანქციები


ევროკავშირის დროშა (დეტალი)
ევროკავშირის დროშა (დეტალი)

ევროკავშირმა 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ აფართოებს ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს, ბელარუსის მხრიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის გამო.

ბლოკის განცხადებით, ამ ახალი სანქციების მთავარი მიზანია, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა. ახალი სანქციები მოიცავს აკრძალვას გარკვეული ტიპის ტექნოლოგიების, სამხედრო მასალების, ავტომატური იარაღისა და ტყვია-წამლის ექსპორტზე.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა სანქციათა 11 პაკეტი, რომელთა ნაწილი ასევე მოიცავდა შემზღუდველ ზომებს ბელარუსის მიმართ.

XS
SM
MD
LG