Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის იუსტიციის სახლი აცხადებს, რომ მუშაობას 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან განაახლებს


თბილისის იუსტიციის სახლის შენობა
თბილისის იუსტიციის სახლის შენობა

2 აგვისტოს გამოცხადებული ევაკუაციის თემაზე მორიგი განცხადება გაავრცელა თბილისის იუსტიციის სახლმა. როგორც ის აღნიშნავს, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24 საათი).

„მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან; მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

იუსტიციის სახლის განცხადებით, მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

2 აგვისტოს თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში განთავსებულია ასევე ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი. ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურეს ეროვნულ ბანკში.

გავრცელდა ცნობა, რომ იუსტიციის სახლში შევიდა შეტყობინება შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო არსებობაზე.

ამ შინაარსის შეტყობინება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არაერთხელ შესულა. რომელიმე მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

XS
SM
MD
LG