Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ბალტიის ზღვაში საზღვაო წვრთნა დაიწყო


რუსეთმა 2 აგვისტოს გამოაცხადა ბალტიის ზღვაში რეგულარული საზღვაო წვრთნების დაწყების შესახებ, რომელშიც 50-ზე მეტი ხომალდი და 30 თვითმფრინავი მონაწილეობს.

სამხედრო-საზღვაო ძალების 6000-მდე მეომარი მონაწილეობს წვრთნებში „ოკეანის ფარი 2023“, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წვრთნები მიმდინარეობს უკრაინაში კონფლიქტის გამო ევროპის ქვეყნებთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.

„საერთო ჯამში, დაგეგმილია 200-ზე მეტი საბრძოლო სწავლების ჩატარება, მათ შორის იარაღის გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG