Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს გალელი ნათია ბახტაძის გაუჩინარებასთან კავშირში ეჭვმიტანილი


გალელი ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა
გალელი ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ოჩამჩირელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარებასთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ინფორმირებულმა წყარომ ოკუპირებული აფხაზეთიდან. წყაროს ცნობით, დაკავებულის დაკითხვა სოხუმში მიმდინარეობს და ის ჯერჯერობით დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

წყაროს თანახმად, გალში ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები, რომ ტყეში ნაპოვნია ნათია ბახტაძის გვამი. ეს ინფორმაცია ზოგიერთმა მედიასაშუალებამაც გამოაქვეყნა. გაუჩინარებულის დედამ, იამზე აგუმავამ, ერთ-ერთი ასეთი ცნობის პასუხად ფეისბუკში დაწერა, რომ „ნათია ცოცხალია და ბიჭი, რომელმაც ის მოიტაცა, დაკავებულია". რას ეფუძნება ეს ინფორმაცია, დედას არ დაუკონკრეტებია.

გალის მცხოვრები ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. მისმა დედამ, იამზე აგუმავამ, 31 ივლისს სოციალური ქსელით დახმარება ითხოვა, მათ შორის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. სახალხო დამცველ ანას ქიშმარიასგან. ქიშმარია გაუჩინარებული გოგოს დედას 1 აგვისტოს შეხვდა და უთხრა, რომ კავშირი აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებიც ყველა ზომას მიმართავენ ნათია ბახტაძის მოსაძებნად.

XS
SM
MD
LG