Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მინიმუმ 31 ადამიანია ჰოსპიტალიზებული მაღალსართულიან კორპუსში ხანძრის გამო


1 აგვისტოს ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმატიში მინიმუმ 31 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი, მოათავსეს საავადმყოფოში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო.

საგანგებო სიტუაციების უწყების განცხადებით, მეხანძრეებმა 96 წუთში მოახერხეს ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე აკენტის რაიონში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა დრამატული ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იყენებენ ადამიანების ჯგუფები ლეიბს ზედა სართულებიდან გადმომხტარი ან გადმოვარდნილი ბავშვების დასაჭერად.

ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შენობიდან 250-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

XS
SM
MD
LG