Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის კაფე-ბარებში არაქართულად მომსახურების საკითხს შეისწავლიან


ბათუმი
ბათუმი

ზაფხულში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საკურორტო ქალაქ ბათუმის კაფე-ბარებში სტუმრებისთვის მომსახურების არაქართულ ენაზე გაწევის საკითხს კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეისწავლის. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ "ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ" სააგენტოს 11 ასეთი ობიექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"საცნობარო(კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან", - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

საკითხის შესწავლა დაწყებულია "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის მე-5 მუხლით - მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია ქართულ ენაზე.

რადიო თავისუფლებას სააგენტოში დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხის გაცემისას უთხრეს, რომ ამ 11 ობიექტიდან უმეტესში სერვისს სთავაზობენ რუსულ ენაზე, ნაწილში კი - ინგლისურ ენაზე.

"მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს", - აღნიშნავენ სააგენტოში.

საქართველოში სერვისების არაქართულ ენაზე მიწოდების შესახებ რადიო თავისუფლება წერდა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა.

XS
SM
MD
LG