Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: სამხრეთის ფრონტზე რუსეთის ჯარები განიცდიან ამუნიციისა და რეზერვების ნაკლებობას


რუსეთის არმიის ჰაუბიცა
რუსეთის არმიის ჰაუბიცა

სამხრეთ უკრაინაში სასტიკი ბრძოლები გრძელდება ორ სექტორში. ორეხოვოს სამხრეთით უკრაინის ჯარები უტევენ რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმიას, წერს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

58-ე არმიის მოწინავე ნაწილები, რომლებიც ინტენსიურ ბრძოლაში იმყოფებოდნენ რვა კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, სავარაუდოდ, დაღლილი და გამოფიტული არიან.

უფრო აღმოსავლეთით, ველიკაია ნოვოსიოლკის სამხრეთით, რუსეთი თავს უყრის ჯარებს თავდაცვისთვის როგორც აღმოსავლეთის, ისე სამხრეთის სამხედრო ოლქებიდან, რაც, როგორც ჩანს, კოორდინაციის პრობლემებს ქმნის, მიიჩნევს ბრიტანეთის დაზვერვა.

მე-5 საერთო-საჯარისო არმიის ქვედანაყოფები, ალბათ, დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და, ალბათ, ასევე მიიჩნევენ, რომ დადგა დრო მათი ფრონტის ხაზიდან როტაციისთვის.

სამხრეთში რუსეთის სარდლობის საერთო პრობლემები, სავარაუდოდ, არის საარტილერიო საბრძოლო მასალისა და რეზერვების ნაკლებობა, თავდაცვითი ქვედანაყოფების ფლანგების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, ნათქვამია ანგარიშში.

XS
SM
MD
LG