Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდინავიის ქვეყნები ცდილობენ, განმუხტონ დაძაბულობა ყურანის დაწვის შემთხვევების რიცხვის ზრდის ფონზე


დემონსტრანტი ცეცხლს უკიდებს ყურანს სტოკჰოლმის მთავარი მეჩეთის წინ. 28 ივლისი. 2023 წელი
დემონსტრანტი ცეცხლს უკიდებს ყურანს სტოკჰოლმის მთავარი მეჩეთის წინ. 28 ივლისი. 2023 წელი

31 ივლისს შვედეთსა და დანიაში კიდევ იყო ყურანის დაწვის შემთხვევები. ამ ფონზე სკანდინავიის ორი ქვეყნის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ეძებენ მსგავსი ქმედებების კანონის ფარგლებში შეზღუდვის გზებს, რათა განმუხტონ რამდენიმე მუსლიმანურ ქვეყანასთან არსებული მზარდი დაძაბულობა.

Reuters-ის თანახმად, დანიასა და შვედეთში უკანასკნელ კვირებში გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია, რომლებზეც ყურანი დაწვეს ან სხვაგვარად დააზიანეს და ამით მუსლიმანური ქვეყნების ძლიერი აღშფოთება გამოიწვიეს. მათ სტოკჰოლმსა და კოპენჰაგენს მოსთხოვეს, შეაჩერონ ყურანის დაწვის აქტები.

დანიის მთავრობამ 31 ივლისს განაცხადა, რომ ცდილობს იპოვოს "კანონიერი ინსტრუმენტი", რომელიც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, ჩაერიოს მსგავს საპროტესტო აქციებში.

XS
SM
MD
LG