რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში.
ლვოვა-ბელოვამ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ ამ ბავშვების დიდი უმრავლესობა რუსეთში მშობლებისა და ნათესავების თანხლებით ჩავიდა.
17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში, რაც სამხედრო დანაშაულია საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით.