Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სამხედროები ტავრიის მიმართულებით "წინ მიიწევენ" - გენერალი ტარნავსკი


უკრაინის 37-ე ცალკეული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ფრანგულ AMX-10rc ბორბლიან ტანკებზე დონეცკის რეგიონში. 2023 წლის ივლისი (საილუსტრაციო ფოტო)
უკრაინის 37-ე ცალკეული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ფრანგულ AMX-10rc ბორბლიან ტანკებზე დონეცკის რეგიონში. 2023 წლის ივლისი (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინელი სამხედროები ტავრიის მიმართულებით წინ მიიწევენ, - განაცხადა 30 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ტავრიის" მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ.

"ტავრიის მიმართულებით მიმდინარეობს ოპერაცია. თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ. გასული დღის განმავლობაში, მტრის დანაკარგები დაღუპულებისა და დაჭრილების სახით ორ ასეულს შეადგენს. განადგურდა მტრის 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა... ასევე განადგურდა საბრძოლო მასალით დატვირთული მტრის ორი შემადგენლობა", - წერს გენერალი ტარნავსკი თავის ტელეგრამში.

დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 36 სამხედრო შეტაკება მოხდა და უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით და ამაგრებენ დაკავებულ პოზიციებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღესასწაულზე განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე „ყველგან შეაჩერეს და უკუაგდეს“ .

პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ კონტრშეტევაზე მყოფი უკრაინის არმია დიდ დანაკარგებს განიცდის. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, 4 ივნისიდან მოყოლებული, უკრაინის არმიამ 415 ტანკი დაკარგა.

XS
SM
MD
LG