Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2022 წელს საქართველოში 5 508 ბავშვმა შეწყვიტა სკოლაში სწავლა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის გამო


სკოლის მოსწავლეები თბილისის ქუჩაში. საილუსტრაციო ფოტო
სკოლის მოსწავლეები თბილისის ქუჩაში. საილუსტრაციო ფოტო

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზების დადგენას ცდილობდა 2013-2022 წლების მონაკვეთში, აჩვენებს რომ გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც ქართულ სკოლებს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების გამო ტოვებს.

კვლევა ამ კომპონენტში ეყრდნობა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებს, რომლებიც აჩვენებს, რომ 2022 წელს 5 ათასს გადააჭარბა იმ მოსწავლეების რიცხვმა, ვინც სკოლა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მოტივით დატოვა. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც მთელი ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.

სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებს, ბოლო სამ წელიწადში 8 ათასს აჭარბებს.

  • 2022 წელი - 5 508 ბავშვი;
  • 2021 წელი - 2698 ბავშვი;
  • 2020 წელი - 1358 ბავშვი.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი კვლევაში წერს, რომ შეძლებენ თუ არა ბავშვები სკოლის დასრულებას, დიდწილად დამოკიდებულია სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.

კვლევის მიხედვით, სკოლის დასრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია (76%), ყველაზე დაბალი - კახეთისა (42%) და გურიის (47%) რეგიონებში.

XS
SM
MD
LG