რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში ერთ-ერთი ისლამისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აფეთქების შედეგად. აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელის მიერ იყო მოწყობილი. BBC-ის ცნობით აფეთქებას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია ათობით ადამიანი.
შემთხვევა ბაჯაურის რაიონში მოხდა, სადაც შეხვედრას ატარებდა პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლი (JUI).
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლის რეგიონული ლიდერი მაულანა ზიაულაცაა.
ყველაზე პოპულარული
1