Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ცნობით, რუსეთის არმიამ ზაპოროჟიე დაბომბა. მამაკაცი და ქალი დაიღუპნენ


რუსული არმიის სარაკეტო დარტყმა ზაპოროჟიეს მრავალსართულიან შენობაზე, 2023 წლის 22 მარტი, საილუსტრაციო ფოტო
რუსული არმიის სარაკეტო დარტყმა ზაპოროჟიეს მრავალსართულიან შენობაზე, 2023 წლის 22 მარტი, საილუსტრაციო ფოტო

შაბათს, 29 ივლისს, რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა.

"მტრის რაკეტა მოხვდა ღია ტერიტორიას. სამწუხაროდ, კაცი და ქალი დაიღუპა. კიდევ ერთი ქალი დაშავდა,"- განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტევმა.

აფეთქების ტალღამ მაღალსართულიან შენობებში ფანჯრები ჩალეწა და დააზიანა საგანმანათლებლო დაწესებულები და სუპერმარკეტის შენობა.

რუსული ჯარები რეგულარულად ახორციელებენ სარაკეტო შეტევებს ზაპოროჟიეს რეგიონში და ქალაქ ზაპოროჟიეში. რეგიონალური ცენტრი, ფრონტთან სიახლოვის გამო, ხშირად ექცევა s-300 სისტემების თავდასხმების სამიზნეში. ამავე დროს, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.

XS
SM
MD
LG