Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია აცხადებს, რომ დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა


თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბეში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია და რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება.

მერიის ცნობით, ხიდზე დარჩენილია ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელ ხიდზე ერთიანად განხორციელდება.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები 31 ივლისიდან დაიწყება, რის გამოც, ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება.

XS
SM
MD
LG