უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნისას დემონსტრაციულად გაუსვა ხაზი ქვეყნის სუვერენიტეტს მაშინ, როცა ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს მწვავე ბრძოლები რუსეთის ჯარების წინააღმდეგ.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთი არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც კი, რაც ჩვენ ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან განვდევნით. მაგრამ უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ დაბრუნების შესახებ მტრის ნებისმიერი მცდელობა არ სცდებოდეს იმ შეშლილთა ავადმყოფ ფანტაზიას, რომლებიც საკუთარ თავში ატარებენ ასეთ გეგმებს. სწორედ სახელმწიფოებრიობა არის ჩვენი პასუხი უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის მოთხოვნილებაზე. ძნელია სახელმწიფოებრიობის დაცვა, მაგრამ უფრო ძნელია დაბრუნება, თუკი მას დაკარგავ,“ განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ორი წლის წინ დააწესა სახელმწიფოებრიობის დღე.
დღესვე განგაში გამოცხადდა კიევში, ასევე ქვეყნის ცენტრალურ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში. მოგვიანებით განგაში გააუქმეს და საჰაერო იერიშების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ამასობაში რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა განაგრძობს ზრდას, ვინაიდან, ხელისუფლების თქმით, ნიკოლაევის ოლქის სამხრეთში დაიღუპა 48 წლის სოფლის მცხოვრები, რომელმაც მინდორში დატოვებულ აუფეთქებელ კასეტურ ბომბს დააბიჯა ფეხი.