Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა


რობინ დანიგენი
რობინ დანიგენი

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის დანიშვნას. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც.

რობინ დანიგენი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის.

საქართველოში ელჩობის კანდიდატად რობინ დანიგენი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა.

ბიოგრაფიული მონაცემები:

  • რობინ დანიგენი ბოლო პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში იკავებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას.
  • მანამდე დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე.
  • სხვადასხვა დროს, ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას; მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
  • დანიგენმა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ინგლისურის გარდა, ლაპარაკობს ესპანურ და გერმანულ ენებზე.

ამჟამინდელი ელჩი კელი დეგნანი, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტმა ტრამპმა 2019 წლის სექტემბერში დაასახელა, სენატმა კი იმავე წლის დეკემბერში დაამტკიცა, საქართველოში 2020 წლის 29 იანვრიდან მუშაობს.

XS
SM
MD
LG