Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთი ეძებს პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემ იაპონელ მოსამართლეს

რუსეთი ეძებს პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემ იაპონელ მოსამართლეს


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) მოსამართლე ტომოკო აკანე
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) მოსამართლე ტომოკო აკანე

რუსეთის შსს-მ ძებნილად გამოაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) მოსამართლე, იაპონელი ტომოკო აკანე. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს შსს-ს მიერ ძებნილთა ბაზის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ტომოკო აკანე წევრია სასამართლოს იმ პალატის, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი. რუსეთის შსს-ს ბაზის თანახმად, ტომოკო აკანე იძებნება „რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით.“ რომელი მუხლით, დაკონკრეტებული არ არის.

  • 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
  • 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი მოსამართლეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG