Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

56 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი შინეიდ ო'კონორი


სააგენტო "როიტერსი" Irish Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას ირლანდიელი მუსიკოსის, მომღერლისა და სიმღერების ავტორის, შინეიდ ო'კონორის გარდაცვალების შესახებ. მომღერალი დღეს, 26 ივლისს, გარდაიცვალა.

შინეიდ ო'კონორს წლების განმავლობაში ჰქონდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. 18 თვის წინ დაიღუპა მისი 17 წლის ვაჟი. შვილის სიკვდილის შემდეგ მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მაშინ მომღერალი ამბობდა, რომ სჭირდებოდა დახმარება სუიციდური აზრებისგან თავის დასაღწევად, რაც წარსულშიც არაერთხელ ჰქონია.

შინეიდ ო'კონორმა სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra 1987 წელს ჩაწერა, განსაკუთრებით ცნობილი კი გახდა პრინცის მიერ თავისი ბენდისთვის 1985 წელს დაწერილი სიმღერის, Nothing Compares 2 U, ქავერით.

XS
SM
MD
LG