გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდი საქართველოში იმყოფება. ის შეხვდა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.
პრესრელიზის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელ სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის (Tailored Support Package) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.