Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს ბელარუსს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულობის გამო


ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ევროკავშირის დროშის ფონზე. 2019 წელი
ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ევროკავშირის დროშის ფონზე. 2019 წელი

ევროკავშირი თანახმაა, ბელარუსს დაუწესდეს "შემზღუდავი ზომები" - ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ესპანეთი ავრცელებს.

"დღეს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ შემაკავებელი ზომების მიღებაზე, რაც განპირობებულია ბელარუსში არსებული სიტუაციით და ბელარუსის ჩართულობით უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში. ზომები მოიცავს ინდივიდებისა და სუბიექტების სიას", - ნათქვამია ტვიტერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალები ცნობილი არ არის - რუსული სააგენტო TASS-ი ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი არ შეთანხმებულა ევროპაში ბელარუსის მთავარი საექსპორტო პროდუქტის, კალიუმის მარილის გატანაზე შეზღუდვების შესახებ. იგივე გამოცემა იუწყება, რომ დამატებითი შეზღუდვები შეეხება "სამხედრო ტექნიკური პროდუქციის ფართო სპექტრს."

XS
SM
MD
LG