Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, „მზიურის" პარკთან მდებარე ოფისში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ერთ-ერთი კომპანიის ოფისში, რომელიც თბილისში, „მზიურის" პარკთან ახლოს მდებარეობს, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ბიზნესმენია.

XS
SM
MD
LG