ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის საზოგადოებაში ერთი თვე არ გამოჩენილა.
ცინ განის გათავისუფლება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის საგანგებო და უჩვეულოდ ხანმოკლე სხდომაზე გამოცხადდა, წერს The Washington Post-ი. მისი გადადგომის მიზეზები არ დაუსახელებიათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი გახდა ვან ი, რომელსაც ეს პოსტი 2022 წლის 30 დეკემბრამდე ეკავა.
57 წლის ცინ განი ბოლოს 25 ივნისს გამოჩნდა ხალხში. შემდეგ ის პეკინში შეხვდა თავის კოლეგებს რუსეთიდან, ვიეტნამიდან და შრი-ლანკიდან. მას შემდეგ მასთან დაგეგმილი შეხვედრები ან გაუქმდა, ან მათზე ვან ი მიდიოდა. ივლისის შუა რიცხვებში ASEAN-ის სამიტზე ცინ განის არყოფნა ოფიციალურად ახსნეს „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით“.
თუმცა გუშინ, 24 ივლისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას არ მოეპოვება ინფორმაცია ცინ განის ადგილსამყოფლის შესახებ.
გაუჩინარებამდე ერთი კვირით ადრე ცინ განი პეკინში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. მაშინ ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი შემდეგი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება, აღნიშნავს The Washington Post-ი.