Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამხედრო თადარიგში მყოფთა ზღვრული ასაკის გაზრდის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მოსკოვი. 22 ივნისი, 2022 წელი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მოსკოვი. 22 ივნისი, 2022 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, 24 ივლისს, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, ხუთი წლით გაიზარდა სამხედრო თადარიგში მყოფი სამხედრო ვალდებულების მქონე პირების ზღვრული ასაკი.

ახალი კანონით, პირველი კატეგორიის სამხედრო ვალდებულების ზღვრული ასაკი 35 წლიდან 40-მდე გაიზარდა, მეორე კატეგორიისა - 45-დან 50-წლამდე, ხოლო მესამის - 50-დან 55-მდე.

ასევე გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების ზღვრული ასაკი, რომლებიც ოფიცრის წოდებას ატარებენ. უფროსი ოფიცრებისთვის ასაკმა მოიმატა 65 წლამდე, ხოლო უმცროსის - 60 წლამდე. თადარიგში მყოფი უფროსი ოფიცრების ზღვრული ასაკი უცვლელი დარჩა -70 წელი.

ახალი კანონი ითვალისწინებს „გარდამავალ პერიოდს“. როგორც გამოცემა SOTA აღნიშნავს, კანონი ქმნის პირობებს, რომ (არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში) ხელისუფლებამ შეძლოს დამატებით გაიწვიოს მოქალაქეები სამხედრო სამსახურში, ასევე მოახდინოს მობილიზაცია.

რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღაზე ხმები დროგამოშვებით გაისმის ხოლმე სოციალურ მედიაში, რის მიზეზადაც ითვლება უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის საჭირო ცოცხალი ძალის ნაკლებობა. კრემლი მობილიზაციის გეგმებს უარყოფს.

თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულდა, მაგრამ პუტინს სათანადო განკარგულებაზე ხელი არ მოუწერია.

ოფიციალურად, რუსეთში მობილიზაცია გრძელდება.

XS
SM
MD
LG