Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპენჰაგენში ერაყის საელჩოს წინ ყურანი დაწვეს


დემონსტრაცია ბაღდადში დანიაში ყურანის დაწვის წინააღმდეგ. 22 ივლისი, 2023 წელი
დემონსტრაცია ბაღდადში დანიაში ყურანის დაწვის წინააღმდეგ. 22 ივლისი, 2023 წელი

დანიის დედაქალაქში, ერაყის საელჩოს წინ, 24 ივლისს ორმა პირმა ყურანი - მუსლიმთა წმინდა წიგნი - დაწვა. კოპენჰაგენის აქციამ შეიძლება, კიდევ უფრო გაამწვავოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის.

Reuters-ის თანახმად, პირები, რომლებმაც ყურანს ცეცხლი წაუკიდეს, „დანიელ პატრიოტებად“ წოდებული ჯგუფის წევრები არიან. ჯგუფმა მსგავსი აქცია გასულ კვირაშიც გამართა და ფეისბუკით გადასცა პირდაპირ ეთერში.

24 ივლისის აქციის მომწყობმა ყურანი ფეხით გათელა და მას ცეცხლი ერაყის დროშასთან ერთად წაუკიდა.

ბაღდადში, ერაყის დედაქალაქში, 22 ივლისს რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა სკანდინავიის ორ ქვეყანაში ყურანის დაწვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში. ბაღდადის აქციები ორგანიზებული იყო ერაყის, უპირატესად ირანთან დაკავშირებული, პარტიებისა და შეიარაღებული გაერთიანების მიერ.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 22 ივლისს თქვა, რომ ყურანის შეურაცხმყოფები „უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“.

XS
SM
MD
LG