ავღანეთში უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა, განაცხადა 23 ივლისს თალიბანის ხელისუფლებამ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება და რომ განადგურდა ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა და მინიმუმ 604 სახლი.
მთავრობის სპიკერმა შაფიულა რაჰიმიმ განაცხადა, რომ მსხვერპლის შემთხვევათა უმეტესობა მაიდან ვარდაკის პროვინციაში იყო.
ხელისუფლებამ ხალხი გააფრთხილა, რომ ქაბულისა და ჰელმანდის რეგიონებში არსებობს მოულოდნელი წყალდიდობის საშიშროება.