Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: რუსეთმა უკვე „დიდი ხნის წინ ვერ შეძლო“ იმის მიღწევა, რასაც ესწრაფოდა უკრაინასთან ომში


ბლინკენის თქმით, უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ხანგრძლივი, „ძალიან მძიმე ბრძოლა“.
ბლინკენის თქმით, უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ხანგრძლივი, „ძალიან მძიმე ბრძოლა“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთმა უკვე „დიდი ხნის წინ ვერ შეძლო“ იმის მიღწევა, რასაც ესწრაფოდა უკრაინის წინააღმდეგ ომში და რომ კიევმა ამჟამინდელი კონტრშეტევით დაიბრუნა მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც თავდაპირველად მოსკოვს ჰქონდა ხელში ჩაგდებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად.

მაგრამ მან ასევე თქვა, რომ უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ხანგრძლივი, „ძალიან მძიმე ბრძოლა“.

„მიზანი იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის აღმოფხვრა, რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ეს დიდი ხნის წინ ჩაიშალა“, - განაცხადა ბლინკენმა 23 ივლისს CNN-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, მომავლისთვის, ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის“, - თქვა ბლინკენმა. მაგრამ მან თქვა, რომ ომი, რომელიც ახლა უკვე 500 დღეზე მეტ ხანს მიმდინარეობს, მინიმუმ „რამდენიმე თვე“ გაგრძელდება.

ბლინკენმა თქვა, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწია კონტრშეტევაში, მაგრამ მან ამავე დროს გამოთქვა სიფრთხილე, რომ წინსვლა ადვილი არ იქნება. „[უკრაინამ] უკვე დაიბრუნა თავდაპირველად წართმეულის დაახლოებით 50 პროცენტი“, - თქვა ბლინკენმა, მაგრამ დეტალებზე არ ულაპარაკია.

XS
SM
MD
LG