Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლებამ აკრძალა კინოფესტივალი, რომლის პლაკატზე გამოსახულია ქალი ჰიჯაბის გარეშე


ირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პლაკატი
ირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პლაკატი

ირანის ხელისუფლებამ აკრძალა კინოფესტივალი, რომლის სარეკლამო პლაკატზე გამოსახულია მსახიობი ქალი ჰიჯაბის გარეშე. ამის შესახებ 23 ივლისს გაავრცელა ცნობა ირანის სახელმწიფო მედიამ.

აკრძალვა დაწესდა მას შემდეგ, რაც ირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ასოციაციამ (ISFA) გამოუშვა პლაკატი თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალისთვის, რომელზეც თავსაბურავის გარეშე იყო გამოსახული ირანელი მსახიობი სუზან ტასლიმი 1982 წელს გადაღებულ ფილმში.

„კულტურის მინისტრმა პირადად გასცა ბრძანება ISFA-ს მე-13 კინოფესტივალის აკრძალვის შესახებ მას შემდეგ, რაც აფიშაზე კანონის დარღვევით გამოიყენა ქალის ფოტო ჰიჯაბის გარეშე“, - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA. ფესტივალის ჩატარება სექტემბერში იყო დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG