Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: „უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე"


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

"რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული!" - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას.

„უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე - ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე 23 ივლისს კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის კორპუსი, ორი არქიტექტურული ძეგლი და ტაძარი.

XS
SM
MD
LG