Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰოსპიტალიზებულია


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. 4 ივნისი, 2023.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. 4 ივნისი, 2023.

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ავივის კლინიკა „შიბაში“ მოათავსეს. მას დაუყენეს კარდიოსტიმულატორი გულის არითმიის გასაკონტროლებლად. The Jerusalem Post-ის ცნობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ორშაბათს გამოწერენ საავადმყოფოდან, რათა მიუსწროს სასამართლო რეფორმის შესახებ კენჭისყრას ქნესეთში.

სასამართლო რეფორმა, რომელსაც პარლამენტარები 24 ივლისს უყრიან კენჭს, ისრაელში მასობრივი საპროტესტო აქციების საგანი გახდა. რეფორმის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის გამოიწვევს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლის შემცირებას, სასამართლოები კი ფაქტობრივად დაკარგავენ დამოუკიდებლობას. ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები, ულტრანაციონალისტური და ულტრაორთოდოქსული პარტიები, პირიქით, ამტკიცებენ, რომ საჭიროა რეფორმა მოსამართლეთა „გადაჭარბებული“ უფლებამოსილების შესაზღუდად.

რეფორმის პროექტის წინააღმდეგ გამოსვლები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ერთ დღეს, 26 მარტს, 600 000-ზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში. ქვეყანაში გაფიცვა გამოცხადდა. ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, სასამართლო რეფორმის განხილვა ქნესეთის ზაფხულის სესიამდე გადაედო. მისი დაწყებისთანავე განახლდა საპროტესტო აქციები. 20 ივლისს ათიათასობით ისრაელელმა მოაწყო საპროტესტო მსვლელობა თელ-ავივიდან იერუსალიმისკენ. მათ პარლამენტის შენობის წინ კარვების ბანაკი გაშალეს.

XS
SM
MD
LG