საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და დაესწრება ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას.
ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.