Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ოლქში დაიჭრა Deutsche Welle-ს ოპერატორი


Deutsche Welle-ს (DW) შტაბბინა ბონში
Deutsche Welle-ს (DW) შტაბბინა ბონში

დონეცკის ოლქში დაიჭრა გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს ოპერატორი ევჰენ შილკო. ჟურნალისტის თქმით, ჯგუფს კრამატორსკის რაიონში გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნის გადაღებისას.

Deutsche Welle-ს ცნობით, რუსეთის არმიამ კასეტური ჭურვებით განახორციელა იერიში. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი და რამდენიმე დაშავდა.

შილკო უკრაინის საავადმყოფოშია. როგორც იტყობინებიან, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ათობით უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი და ბლოგერი დაიღუპა. გასული წლის აპრილში კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა შორის იყო რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი ვირა ჰირიჩი.

დღეს ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ჭურვებით განხორციელებულ იერიშში მოყვა რუსეთის რამდენიმე ჟურნალისტი. დაიღუპა „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი. დაშავდნენ სააგენტოს ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკი და „იზვესტიის“ თანამშრომლები დმიტრი შიკოვი და რომან პოლშაკოვი.

XS
SM
MD
LG