Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ჩოგბურთელი ვერა ზვონარევა პოლონეთში არ შეუშვეს


ვერა ზვონარევა. უიმბლდონი, 25 ივნისი, 2014.
ვერა ზვონარევა. უიმბლდონი, 25 ივნისი, 2014.

რუს ჩოგბურთელს, ვერა ზვონარევას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზეზით აუკრძალეს პოლონეთში შესვლა, განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ივლისს.

ზვონარევა იმ სპორტსმენთა სიაშია, რომლებიც ვარშავის ღია ტურნირის განაცხადში არიან. ტურნირი 24 ივლისს იწყება.

„სასაზღვრო დაცვამ რუსი ჩოგბურთელი პოლონეთში არ შეუშვა. ვერა ზვონარევა საფრანგეთის ვიზის გამოყენებით ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას ბელგრადიდან ვარშავაში რეისით,“ განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ვარშავა კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო 2022 წლის თებერვალში. პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებს იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისა და ბელარუსის ქმედებებს.

XS
SM
MD
LG