Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისის ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი დაარქვეს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

„ბიბისის“ ცნობით, ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას, მეხუთე ავენიუს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა და მას „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა.

გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქუჩის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ჰარლოუს დეპუტატი რობერტ ჰალფონი.

დეპუტატის თქმით, ჰარლოუ ზელენსკის სახელობის ქუჩისთვის შესაფერისი ადგილია, რადგან ეს ქალაქი აშენდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ლონდონელი ოჯახებისთვის.

„ახალი ქალაქი ჰარლოუ წარმოიშვა, როგორც ფენიქსი ფერფლიდან. ჩვენ გვინდოდა, უკრაინელებისთვის გვეჩვენებინა, რისი გაკეთება არის შესაძლებელი. რუსეთზე გამარჯვების შემდეგ მათ ექნებათ ახალი ლამაზი ქალაქების აშენების შესაძლებლობა“, – განაცხადა რობერტ ჰალფონმა.

XS
SM
MD
LG